პაატა დავითაია - კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები აღარ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა

სეპარატისტული ხელისუფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული ინტეგრაცია მოახდინონ რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპირებული ტერიტორიები და მოსახლეობა იზოლირებულ მდგომარეობაში ამყოფონ, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულს “ცხადად აჩვენებს ის, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეუშვა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში“.

„2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ახალი პროცესი დაიწყო - ოკუპირებული ტერიტორიები აღარ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა. ევროკავშირის წარმომადგენელი უკვე ღიად ჩაერთო ამ საკითხის დარეგულირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილია სპეციალური თანხები, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთან და გატარდეს სხვადასხვა ჰუმანიტარული პროგრამები.

სეპარატისტულ ხელისუფლებებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწევს არჩევანი გააკეთოს თავისუფალ სამყაროში ცხოვრებასა და რუსეთის ფარდის მიღმა ცხოვრებას შორის, ამიტომაც მოსახლეობას უწევენ წინააღმდეგობას და მათ პროტესტს, რასაც აფხაზეთში უკვე მწვავედ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც არ უჭერს მხარს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.

ის, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი არ შეუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნათლად აჩვენებს დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევანს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს თვითმყოფადობის გადასარჩენად, რაც მათ შეუძლიათ მხოლოდ საქართველოსთან თანაცხოვრების პირობებში.

მოვუწოდებ, საქართველოს მთავრობას, ინტენსიური სამუშაო რეჟიმი აწარმოოს ევროკავშირთან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რათა წარმოჩინდეს ის ქმედებები, რასაც დღეს რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს დანაშაულებრივი რეჟიმების დახმარებით“, - აცხადებს პაატა დავითაია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული დემოკრატები“ ავრცელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო