რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის პროტესტი საავადმყოფოსთან გრძელდება.

მედიკოსების მთავარი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ. ისინი გეგმავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართონ.

მათი თქმით, ისინი სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

„სარჩელი უკვე მომზადებულია, მაგრამ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ერთი მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნას ეხება, კერძოდ, საავადმყოფოს დემონტაჟს, მეორე კი ამ განკარგულების საფუძველზე უკვე გამოცემულ ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყველა სტრუქტურული ერთეულიდან თანამშრომლების დათხოვნას", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

“ჩვენთვის შეხვედრას რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ წინაპირობად ვთქვით, რომ ეს ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ შეაჩერეთ და შემდეგ ვისაუბროთ. მთავრობამ განკარგულება მიიღო, რომელშიც ვადები არ არის გაწერილი. განკარგულებით სამინისტროს დავალებული აქვს, რომ ტენდერი შენობის დემონტაჟის შესახებ და შემდეგ ასევე, საერთაშორისო ტენდერი პროექტირების შესახებ გამოაცხადოს. რომ გადათვალოთ ამას რამდენი ხანი დასჭირდება - დაახლოებით 4-5 თვე, ამათ კი სასწრაფოდ მიიღეს ბრძანება საავადმყოფოს დახურვის შესახებ. და რატომ? - მაშინვე ჩნდება ეჭვი, რომ მიზანი საავადმყოფოს დახურვა იყო.

ისინი ყველა შეხვედრაზე გვპირდებოდნენ, რომ ჩვენს გარეშე რა დასკვნაც არ უნდა იყოს, არ იქნებოდა მყისიერი გადაწყვეტილება მიღებული და ა.შ. და უცებ მყისიერზე მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს”, - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი