ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მარტო ვერ გაუმკლავდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში გამოთქვა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, შეძლებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისის შევსებას.

"პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება - იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა