თეონა აქუბარდია - აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ საკადრო ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა

აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ ამგვარი [საკადრო] ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა კორუფციის რისკებზე ისაუბრა - ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკური სვლებით გრძელვადიან თამაშს თამაშობს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე, შესაძლოა, ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი, ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი გახდეს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ივანიშვილი, როცა მას სჭირდება, საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს გადააადგილებს, თუმცა „საბოლოოდ ქვეყანაში მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება“.

„საჭადრაკო დაფაზე პაიკების ცვლა არის ის ტაქტიკა, რომელსაც აქამდე ბიძინა ივანიშვილი იყენებდა პარტიის მოსაგებად და ეს ყოველთვის წარმატებულად გამოსდიოდა. აბსოლუტურად არ იქნება გასაკვირი, თუ ამგვარი ცვლილება განხორციელდება, რადგან მეორედ მობრუნებულმა ივანიშვილმა ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ოჯახის სიმდიდრესთან დაკავშირებით შეიძლება გახდეს სამიზნე. რაც შეეხება ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, მახსოვს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილები და უტა ივანიშვილის სახელი და გვარი. არც ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ მოცემულობაში ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკური სვლებით გრძელვადიან თამაშს თამაშობს. მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახლად დანიშნული პაიკი ივანიშვილის ხელში. ივანიშვილს როცა სჭირდება გადააადგილებს ფიგურებს და საბოლოოდ ქვეყანაში მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. ამიტომ, მთავარი პრობლემა ივანიშვილის მმართველობა და ოლიგარქიული მმართველობის ის ფორმაა, რომელიც ქვეყანაშია, ამიტომ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ დაიკავებს პრემიერის პოზიციას. მთავარია, რომ ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს 2024 წლის არჩევნების მეშვეობით”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა