„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ თებერვალს გასაჯაროვდება.

როგორც „იმედი“ იუწყება, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება.

„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, ასევე, დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, - აცხადებს „იმედი“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია