პაატა მანჯგალაძე - მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ

ბიძინა ივანიშვილი ერთობა - ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე, ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთ გვის, მაგრამ კობახიძე ძველი ცოცხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ამ პოსტს კი კობახიძის ნაცვლად, ღარიბაშვილი დაიკავებს.

მანჯგალაძის თქმით, ხალხისთვის არაფერი იცვლება და შედეგები ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს.

„ქართულ ოცნებას" მოუწია იმ ეკონომიკური ჩავარდნის აღიარება, რაც ქვეყანაშია და მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ. ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან, თამაშია ერთგვარი. რა თქმა უნდა ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის - არაფერი. უარესიც არის ეს, რადგან კობახიძეს არანაირი შეხება არ აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან. ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს. ბიძინა ივანიშვილი ერთობა, ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე. ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ კობახიძე არის ძველი ცოცხი, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო, ნომერ პირველი პირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების დასაქმებისთვის არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დღის წესრიგს, რომ საჭიროა რეალური ცვლილებები, გადაჯდომა- გადმოჯდომა გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს