ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს დღის წესრიგში ევროპარლამენტის მომავალი არჩევნების წინ ევროპის სახალხო პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმის ფორმირებაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუშაობენ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალ პარტნიორ პარტიებთან, რომ სახალხო პარტიამ ევროპულ დღის წესრიგში ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პრიორიტეტი შეინარჩუნოს.

„ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტიისა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმატება გარანტია იქნება იმისა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისათვისაც, ევროკავშირის მოქალაქეების მსგავსად, სწრაფადვე ხელმისაწვდომი გახდება ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები საკუთარ ქვეყანაში, სტაბილური ფასები, სიღარიბისგან დაცვის მყარი სოციალური სისტემა და უსაფრთხო გარემო,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე