თაკო ჩარკვიანი - გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია

უკვე მეორედ, [ბიძინა ივანიშვილი] სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი კობახიძე როგორი ხელმძღვანელიც იყო, უთუოდ ისეთივე პრემიერი იქნება, ცინიკური და ძალიან რადიკალური,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციომერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ჩარკვიანის აზრით, ამ საკადრო გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ შესაძლოა, რომ მთავრობას „ცინიზმი მოემატოს”.

„გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა [ბიძიმა ივანიშვილმა], რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა ასე მოგექცევი, მინდა - ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს