აღმოსავლეთ პარტნორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ველით, რომ პარლამენტი შექმნის ეფექტურ სამუშაო ფორმატებს, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე წელი არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ 2024 წლის ბოლოს ქვეყანა გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე, - ამის შესახებ განცხადებას აღმოსავლეთ პარტნორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმა მიესალმება „9 პირობის/დათქმის“ შესრულების ახალ ეტაპზე გადასვლას.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შექმნის ეფექტურ სამუშაო ფორმატებს, რომლებშიც უზრუნევლყოფილი იქნება სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა.

„აღმოსავლეთ პარტნორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიესალმება „9 პირობის/დათქმის“ შესრულების ახალ ეტაპზე გადასვლას.

შესასრულებელი რეკომენდაციების ირგლივ ეროვნულმა პლატფორმამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად 2023 წლის დეკემბრში გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე იმსჯელა და მოელის, რომ პარლამენტი შექმნის ეფექტურ სამუშაო ფორმატებს, რომლებშიც უზრუნევლყოფილი იქნება სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა.

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე წელი არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ 2024 წლის ბოლოს ქვეყანა გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე.

„9 პირობა/დათქმისთან“ დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმა აქტიურად მუშაობდა და კვლავ განაგრძობს მუშაობას კონკრეტულ წინადადებებსა და ინიციატივებზე. მოვუწოდებთ პარლამენტს სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლიუზიურობის პრინციპის დაცვით და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე