ანონსი  30 იანვარი

30 იანვარს, 10:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც გასაჯაროვდება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ქსელის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2023 წლის რეიტინგებში საქართველოს შედეგები

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61

30 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „წითელას მზარდი შემთხვევები ევროპაში. როგორია საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი. სეზონური ვირუსების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ავადობის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 იანვარს, 11:30 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის („ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში - კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში") ფარგლებში, მოკვლევის დასკვნის პროექტისა და რეკომენდაციების დაინტერესებულ პირებთან განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (Ballroom 1).

30 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის ოთახში, თბილისის საკრებულოს ენმ-ის წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ონკოპაციენტებს შეხვდება.

მის: თბილისის საკრებულოს ფრაქციის ოთახი

საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე 577 320 303

30 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

30 იანვარს, 14:30 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები მედიის წამომადგენლებს შეხვდებიან. ამასთან, შედგება „ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ“ ხედვის პრეზენტაცია.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

30 იანვარს, 15:00 საათზე, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ სამუშაო შეხვედრას გამართავს.

თემა: ნარკოპოლიტიკა და ონლაინ გამოცემის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.

მის: სასტუმრო „რუმსი“, 14 მერაბ კოსტავას ქუჩა

საკონტაქტო: მარინა ასათიანი - 5 99 119 999

30 იანვარს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილე სტარტაპები ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგებიან.

მის: მერაბ კოსტავას ქ. #14 (საკონფერენციო სივრცე The Dome)

საკონტაქტო: ქეთი ებანოიძე - 577 425 611

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია