მამუკა მდინარაძე - „ლელო“ ცდილობს „ნაცებზე“ უფრო „ნაცი“ გამოჩნდეს

„ლელო“ ცდილობს, რომ „ნაცებზე“ უფრო „ნაცი“ გამოჩნდეს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ კლასტერი არის ერთი , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ არაფერზე არ წარმოადგინა თავისი მოსაზრება და ამ დროს მაინც კრიტიკას ახმოვანებენ.

„ერთი წინადადებაც კი არ აქვს ოპოზიციას იმასთან დაკავშირებით, რა შემხვედრი ნაბიჯი შეიძლება მათი მხრიდან გადაიდგას და მაინც კრიტიკას ახმოვანებენ. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია. არაფერი არ წარმოუდგენიათ თავისი მოსაზრება, თავისი შეხედულება ისეთი, რომ ოდნავ მაინც დასაჯერებელი შეიძლება იყოს. ყველაზე პარადოქსული ისიც იყო, რომ „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური ფრთა გამოიკვეთა - „ლელო“. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობა“ ესწრება შეხვედრას და ფორმალურად, ვიზუალურად, გარეგნულად მაინც ცდილობს, რომ შეინარჩუნოს რაღაც კონსტრუქციულობის ნატამალი და ამ დროს ვიღაც ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალი გამოჩნდეს, „ნაცმოძრაობაზე“ უფრო საბოტაჟნიკი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა