დიმიტრი ცქიტიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს ჰგავდა დამშვიდობებას

ირაკლი ღარიბაშვილი გადავიდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა მის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ის უფრო ემშვიდობებოდა საზოგადოებას , - ამის შესახებ ორგანიზაცია "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა პროცესის დასაწყისია და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაში, საკმაოდ რთული ვითარებაა.

„გადაადგილებები, რომელიც ივანიშვილის დაბრუნებას მოჰყვა, სავარაუდოდ, უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ საარჩევნოდ გაიძლიერონ პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე სხვა ახსნას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არ მგონია, ღარიბაშვილს რაიმე ტაქტიკური ან სტრატეგიული შეცდომა ჰქონოდა დაშვებული ან ისეთი შეცდომა ჰქონდა, რომელიც არ იყო შეთანხმებული გუნდთან. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სინქრონულად მუშაობდნენ ბევრ საკითხში, დამოუკიდებლად დიდად ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს. „ოცნების“ გადმოსახედიდან განსაკუთრებულ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ შეიძლება ის წასულიყო.

ირაკლი ღარიბაშვილი გადავიდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა მის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ის უფრო ემშვიდობებოდა საზოგადოებას, ვიდრე ახალ გეგმებზე საუბრობდა. მე ვფიქრობ, რომ ნომინალურად იქნება წარდგენილი თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ მან არ ისაუბრა, განსაკუთრებული აქცენტები თავის სამომავლო გეგმებზე არ ისაუბრა. პარტია და არჩევნები ახსენა, მაგრამ არ განმატა განწყობები ვერ დავინახე მის გამოსვლაში, რომ მართლაც რაღაც დიდი, ამბიციური გეგმებია. ალბათ, აირჩევენ თავმჯდომარედ, მაგრამ მისი გამოსვლა დღეს ჰგავდა დამშვიდობებას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს