კატარის პრემიერი - მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები „ჰამასს“ გადაეცემა - მოლაპარაკებების ამჟამინდელმა ეტაპმა შეიძლება მომავალში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა გამოიწვიოს

მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები „ჰამასს“ გადაეცემა, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა.

შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან“, - განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

კატარის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელმა ეტაპმა შეიძლება მომავალში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა გამოიწვიოს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება