სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გაერო-ს მშვიდობისმყოფელი

სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გაერო-ს მშვიდობისმყოფელია, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო ტერიტორიაზე, ნავთობით მდიდარ აბიეიში, შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა თავდასხმები განახორციელეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეტაკებები გასულ შაბათ-კვირას დაიწყო.

„მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ. ამ დროისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 64 მძიმედ დაშავდა“, - ნათქვამია აბიეიში მოქმედი გაერო-ს დროებითი უსაფრთხოების ძალების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს