ისრაელის თავდაცვის ძალები - ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალები -  ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

„ბრძოლა ამჟამად ხან იუნისზეა ორიენტირებული, რომელიც სამხრეთით „ჰამასის“ დედაქალაქია“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია, ბევრი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.

ასევე, ისრაელის ჯარისკაცებმა ხან იუნისში „ჰამასის“ ის მებრძოლები დააკავეს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.