იენს სტოლტენბერგი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ

რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს.ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას და ეს ეხება აშშ-ის უსაფრთხოებას. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების ძირითადი ნაწილის განადგურებაში.მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან უკრაინის მხარდაჭერის მიმართ მკაფიო ვალდებულებას და ამის მისაღწევად კონგრესთან მუშაობას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობისთვის საჭიროა, პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

„ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა