ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლები ქალაქ ჯენინში, იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდნენ და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმას გეგმავდა და საზღვარგარეთ „ჰამასის“ შტაბ-ბინასთან მუდმივ კონტაქტში იყო.

„ჯალამანა უახლოეს ვადებში თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა და საავადმყოფოს, როგორც სამალავს ისე იყენებდა, შესაბამისად, ამის აღკვეთა მოხდა. უსაფრთხოების ძალები ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებენ, რომელიც ისრაელის მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში