გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ - აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს საოცარი კომბინაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე დიდი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.

„წელს Madrid Fusión-მა ქართული ფერები ჩაიცვა და არომატიც მიიღო. აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს საოცარი კომბინაცია“,- წერს Madrid Fusión საქართველოს შესახებ.

ინფორმაციის თანახმად, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზეა, Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

„აღმოაჩინეთ საქართველოს გასტრონომიული საიდუმლო Madrid Fusión-ზე, გაიზიარეთ ქართული სამზარეულოს გამოცდილება, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ე.წ. Show Kitchen.

„სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

https://www.facebook.com/photo/?fbid=790824139748400&set=a.641268328037316

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=791331189697695&id=100064624636255&mibextid=WC7FNe“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია