უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია, ბიძგი მისცეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, თავდაცვის წარმოების სფეროში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკის განმარტებით, მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების, პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის, უკრაინაში თავდაცვის წარმოების ლოკალიზაციის კონტექსტში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საუბარია გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებზე, შეკეთების ორგანიზებაზე, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე.

„უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი საწარმოების შექმნით, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო იქნება“, - აღნიშნა გავრილიუკმა.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან, ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა