BTU-ს მასშტაბური პროექტი აბიტურიენტებისთვის სტარტს იღებს

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასშტაბურ, პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, ინოვაციური იდეების კონკურსი - იდეათონი, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და სხვა.

პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებიც ერთვებიან. კონკურსები აბიტურიენტებისთვის, Online საინფორმაციო შეხვედრები, კამპუსის საინფორმაციო ტურები და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში, საბაკალავრო საფეხურზე 4 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი – 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები – 1950102
  • ციფრული მარკეტინგი – 1950103
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები – 1950104

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა