დავით ხაჯიშვილი - ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ - გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთს მეორით

ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ - გაუგებარია, რატომ ცვლის ივანიშვილი ერთ ირაკლის მეორით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ცვლილებები შიდა განხეთქილებამ გამოიწვია.

„ეს ცვლილებები არაფრის ახლის მომტანი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ირაკლი კობახიძე იქნება თუ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენი ხალხისთვის არაფერი შეიცვლება: არც ეკონომიკური მდგომარეობა, არც ღირსეული სამუშაო ადგილები, არც ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდებიან ამის საფუძველზე. ჩვენი ხალხისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს იყო შიდა განხეთქილება, უთანხმოება და ამის შედეგად ღარიბაშვილი მეორედ გაათავისუფლეს პრემიერის პოსტიდან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ივანიშვილს არ მოსწონს კორუფცია, ის კორუფციაზე გაზრდილია და თავიდან ბოლომდე შესისხლხორცებული აქვს, ვინც ასე ცხოვრობს, ის მოსწონს, მაგრამ შეიძლება ამან იმ მასშტაბს მიაღწია, რომ შესაძლოა, გაზომეს და ნახეს, რომ ანტირეიტინგი მაღალი აქვთ, მაგრამ გაუგებარია, რატომ ანაცვლებს მას ასევე ყველაზე ანტირეიტინგული კობახიძით. ორივე ირაკლი ზიზღის ენით გამოირჩევა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ოპონენტების, საზოგადოების მიმართ და ამ მომენტში გაუგებარია რატომ ცვლის ერთ ირაკლის მეორით,"- განაცხადა ხაჯიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს