ირაკლი ნადირაძე - პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო

პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო, - ამის შესახებ თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებულები იყვნენ, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ აღნიშნულს.

„მინისტრები, პრემიერები საკუთარ ცოლებს ტყეებს, მიწებს, ხალხის ქონებას რომ ჩუქნიან და ეს ხდება საჯარო, ამაზე რეაგირება არცერთ შესაბამის სამსახურს არ აქვს, ეს არის ელიტური კორუფცია. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები ამ ფაქტების გამოძიებით დაკავებულები იყვნენ, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ იმიტომ, რომ ელიტური კორუფცია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, არის მისი ძალაუფლების და ხელისუფლებების შენარჩუნების მთავარი წყარო“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება