სავაჭრო პალატამ ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

სავაჭრო პალატამ ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ გახსნითი ღონისძიებას უმასპინძლა.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლიდია კრისტმანსი, ასევე პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი და პროექტის დირექტორი ნიკლას რუფერი.

ღონისძიების ფარგლებში პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე პროექტში მონაწილეობის პირობები.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/nl3zj9“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება