დანიამ საქართველოში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 3 მილიონი კრონა გამოყო

დანიამ 3 მილიონი კრონა გამოიყო, რითაც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს.

“მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, საქართველოში. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

დანია მრავალი წელია მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში და, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ