ანონსი  31 იანვარი

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წელი“.

მის: ცოტნე დადიანის ქ.#30, (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

31 იანვარს, 11:00 საათზე, კვლევითი ინსტიტუტი „Gnomon Wise“ სასტუმრო „რედისონში“ პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციაას გამართავს.

თემა: დოკუმენტში აღწერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების ზოგადი პრინციპები და მათი დანერგვის მოსალოდნელი შედეგები.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: გვანცა ნიკურაძე - 558 09 10 30

31 იანვარს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

31 იანვარს 11:00 საათზე, ქუთაისში ჩხობაძის ქუჩაძეზე ავტოქარხანასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი და ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩის მოსახლეობა ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.

თემა: უკანონო სამშენებლო მიწა და განადგურებული რეკრეაციული ზონა

მის: ქუთაისი ჩხობაძის ქუჩა, ავტოქარხანა.

საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი - 595 11 45 04

31 იანვარს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

მის: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია