Politico - აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას  შესაძლოა, 31 იანვარს  გადასცეს

აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას უკვე 31 იანვარს შეიძლება გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ წარმატებით გაიარა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შემოწმებები და მისი უკრაინისთვის გადაცემა უკვე 31 იანვარს შეიძლება მოხდეს.

კერძოდ, გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მართვადი ავიაბომბების გადაცემის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა. თუმცა, ვინაიდან, ის ახალი იარაღია, რომელიც შეიარაღებაში ჯერ ამერიკულ არმიასაც არ აქვს, ის შემოწმებების გავლას საჭიროებდა. ამიტომ GLSDB რაკეტების გადაცემა 2024 წლის დასაწყისისთვის გადაიდო.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება