პოლონეთში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც 44, 29 და 28 წლის მამაკაცები არიან, პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ სახლებს და მათ მიერ მიყენებული ზარალი მილიონ ზლოტს აჭარბებს.

დაკავებულებს ბრალი 48 საქმეზე აქვთ წაყენებული. პოლონური მედია იუწყება, რომ პოლიცია აღნიშნული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის დაკავებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა.

დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე