პაატა მანჯგალაძე - ამ „ჩიხუახუას“ და სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს მშიერი - „ოცნება“ ძალიან გაიტაცა - „მკვდარი კატის სტრატეგიამ“

ამ „ჩიხუახუას“ და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს ისევ მშიერი - არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ლელო" „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ის რომ შალვა პაპუაშვილის ადგილზე იყოს, საერთოდ გაჩუმდებოდა.

შალვა პაპუაშვილის ადგილზე საერთოდ გავჩუმდებოდი. კონსტიტუციით არის მეორე პირი ქვეყანაში და ისე შეუცვალეს პრემიერ-მინისტრი, არც იცოდა. „ქართული ოცნება“ ძალიან გაიტაცა - PR-ში ასე ჰქვია - „მკვდარი კატის სტრატეგიამ“. რაღაცას დაახეთქებენ და მერე ამაზე უნდა ვაკეთო კომენტარი. „ჩიხუახუაზე“ კომენტარს არ ჯობია რომ ვილაპარაკო, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილი, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ არ ივლიან ბავშვები მშიერი სკოლაში. მე ამაზე მირჩევნია დისკუსია და ამ ჩიხუახუას და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს ისევ მშიერი. არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს „გარბენი აქვს ერთნაირი“, ამიტომ არაფერი იცვლება. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, არჩევნების წინ შექმნას იმიტაცია, თითქოს რაღაცას შეცვლიან.

„ქართული ოცნების“ პირობებში რაც არ უნდა ცვლილება განხორციელდეს, ხალხისთვის არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა არის „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ მმართველობის წესი, როცა ისინი ფიქრობენ არა ხალხზე, არამედ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე და გამდიდრებაზე. ეს არის ამოცანა. რაც შეეხება ცვლილებას - პირდაპირი და ხატოვანი შედარება რომ გავაკეთოთ, ეს ჰგავს უკანა საბურავებს წინ რომ გადმოიტან და წინას - უკან. ხანდახან ჰქონიათ ხოლმე, რომ წინა უფრო გაცვეთილია და უკან დააგებენ, ხოლმე მაგრამ გარბენი ორივეს ერთნაირი აქვს. პირდაპირ გეუბნებით, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, ორივეს გარბენი აქვს ერთნაირი და ამიტომ არაფერი არ იცვლება. ეს არის ფასადი. არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შექმნას იმიტაცია, რომ რაღაცას შეცვლიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო