სერგო ჩიხლაძე - კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს - იგი მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებზე საუბრობს

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე სამთავრობო ცვლილებებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „გამარჯვების კოალიცია“ ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს აუცილებლად გამოიყენებს და საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

„იმ გარემოებით, რომ ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება ირაკლი ღარიბაშვილი და ერთი სკამით ახლოს დაჯდება ირაკლი კობახიძე არაფერი იცვლება.

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. ირაკლი კობახიძე ყოველთვის ბევრს საუბრობდა ოლიგარქის ფულზე, ოლიგარქის ინტერესებსა და საზღვარგარეთის ბანკებში მოთავსებულ მის ფულზე, მაგრამ სიტყვაც კი არ უთქვამს ] საქართველოში მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინებაზე. მისი ინტერესის სფერო უკვე ცნობილია. ეს არის მდიდარი ოლიგარქის მსახურება და არა სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა.

ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძის და ზოგადად “ქართულ ოცნების” ინტერესი რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი კეთილდღეობა, მარტო ბოლო 2 წელიწადში რეალური შანსი იყო, რომ შექმნილიყო ათობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ასევე იყო შანსი, რომ შემოსულიყო დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც მიაღწევდა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ასობით ათასი საქართველოს მკვიდრი არ დატოვებდა სამშობლოს ლუკმა-პურის ძიებაში.

ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ ხელიდან გაშვებულ შანსებს და შესაძლებლობებს დღის წესრიგში აუცილებლად დავაბრუნებთ და გამოვიყენებთ. ინვესტიციების ქვეყანაში შემოტანა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეგა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ის, რაზეც “გამარჯვების კოალიცია” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იზრუნებს“,- განაცხადა ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია