გურამ მაჭარაშვილი - „ლელოს“ რომ უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, იმაშიც ჩანს, რომ მენეჯმენტიც კი ვერ დააკომპლექტეს - წარუმატებლობის მიმართულებით რეკორდებს ხსნიან

„ლელოს“ რომ უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, იმაშიც ჩანს, რომ მენეჯმენტიც კი ვერ დააკომპლექტეს - "ლელო" წარუმატებლობის მიმართულებით რეკორდებს ხსნის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია "ლელოს" სურს, რომ ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ ვერ იაზრებს, საამისოდ რა რესურსები გააჩნია.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ნებისმიერი გამოსვლა არის წარუმატებლობის გარანტია თავისივე პარტიაში.

"ბავშვს რომ შეეკითხებიან, რა გინდა გამოხვიდე და პასუხობს - მინდა, კოსმონავტი გამოვიდე, ის ვერ იაზრებს, რა შესაძლებლობები აქვს კოსმონავტის და უნდა, რომ იყოს კოსმონავტი. "ლელოს" უნდა, რომ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ საამისოდ რა რესურსები აქვს, ვერ იაზრებს. რაც უნდა იმის რესურსი არ გააჩნია.

"ლელოს" რომ უფრო დიდი გული აქვს, ვიდრე შესაძლებლობები, ეს ჩანს იმაშიც, რომ მენეჯმენტიც კი ვერ დააკომპლექტეს. დღეს რომ კითხო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს "ლელოში" ლიდერი ხაზარაძის გარდა ვინ არის, ვერ გეტყვიან. შეიძლება, ჯაფარიძე თქვან, იმიტომ რომ ისინიც "თიბისიდან" მოდის. ვერ გეტყვიან, იმიტომ, რომ სამადაშვილი არის "ნაცმოძრაობა", უსუფაშვილი არის არ ვიცი, გაურკვეველი - ვერ გაიგებ სად იყო და როგორ იყო და "ლელოშია". დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ არაფრის მთქმელია არც მათი სახეები და არც მათი განცხადებები," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი