ზურა მახარაძე - ბექა ვარდოსანიძეს „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის სუს-ში - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება

„ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურა მახარაძის თქმით, სუს-ის მიერ ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მახარაძე აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებად მიიჩნევს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „აბა, მეილის გამო, რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“.

„იმდენად დისკომფორტული გახდა კონსერვატიულ ფლანგზე ვარდოსანიძე, რომ „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის აქ. მეილის გამო, რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ველოდებით, სიტუაციაში უნდა გავერკვიოთ. განცხადებაა, რომ მოწმის სტატუსით იკითხება... ასე, ყველა მოწმის სტატუსით იკითხება. ეს ხელისუფლება სანამდე გაუბერავს, ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ეს პრაქტიკაში გაირკვევა. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“, - აცხადებს მახარაძე.

თავის მხრივ, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მხარდამჭერებს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ.

„ბექა ყოველთვის მოდიოდა ჩვენ რომ გვიჭერდნენ. ჩვენც, ისედაც ვალდებულნი ვართ, რომ მოვიდეთ აქ. მე პირადად არ მჯერა, რომ ბექა ვარდოსანიძე ტერორისტულ აქტებზე მესიჯებს გზავნიდეს, არ მგონია, ამას გამოვრიცხავ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო პროვოცირებული, კონკრეტულად კი, დასავლეთიდან, რომელსაც ბექა ვარდოსანიძე არ წყალობდა“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ამასთან, სუს-თან პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში