თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილზე - წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი - ის, რომ ამას დიდი ხანია გასცდა, მეტყველებს, რომ მისთვის სავარძელი პრიორიტეტულია და სიძულვილის ენის ყველა ფორმას გამოიყენებს მის შესანარჩუნებლად

კაცმა არ იცის, „ქართულ ოცნებაში“ ვის რა ბედი ეწევა და პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა - კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ "პარტია „ლელო" „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი".

აქუბარდიას თქმით, მსგავსი განცხადებები თანამდებობის დაკარგვის საფრთხით არის განპირობებული.

„მაშინ, როცა კაცმა არ იცის "ქართულ ოცნებაში" ვის რა ბედი ეწევა და მის სავარძელს განსაკუთრებით, ბატონი პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავა, ვიდრე აქამდე წასულა სავარძლის შენარჩუნებისთვის. კინოლოგიის განხრით იქნება მისი განსწავლულობის დემონსტრირება თუ სხვა დარგების. გასაგებია, რომ არის წითელი ხაზები, რომელსაც წესით არ უნდა გასცდეს თავმოყვარე თანამდებობის პირი. ის, რომ ამას დიდი ხანია გასცდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის სავარძელი იმდენად პრიორიტეტულია, ყველა სფეროს და სიძულვილის ენის ყველა ფორმას გამოიყენებს მის შესანარჩუნებლად, რაც ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავია,“- განაცხადა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე