უკრაინამ და აშშ-მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი

უკრაინამ და აშშ-მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ აპრილის ბოლომდე კონტროლის ყველა მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, 29 იანვარს, ამერიკელი ინსპექტორები აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების შესამოწმებლად კიევში ჩავიდნენ. დღეს, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდიც ეწვია.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება