სერგო ჩიხლაძე - ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და პროცესი თებერვალში დასრულდეს

ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ძალიან მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და თებერვალში უნდა დასრულდეს პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში გამოგზავნასაც შეეხო, რისთვისაც ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები თებერვლამდე უნდა დაასრულოს.

„დისკუსია გვქონდა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელობა ძალიან მკაფიო იყო და მათი განცხადებების ძირითადი ადრესატი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან რეკომენდაციები უკვე არსებობს, რაც პასუხობს რამდენიმე პუნქტის შესრულებას და შესაბამისად, ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ოპოზიციის თხოვნაზე, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები დროზე უნდა ჩამოვიდნენ, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ძალიან მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და თებერვალში უნდა დასრულდეს ეს პროცესი.

ძირითადად საუბარი იყო, რომ ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს და შეფასების მორიგი დოკუმენტი შემოდგომაზე, ნოემბერში გამოქვეყნდება", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს