ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ დაიწყება - 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ 9 ნაბიჯის გადადგმა რეალურად დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, აღნიშნული 9 ნაბიჯი არის იმის საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ ევროკავშირის წევრობისკენ ცხრა ნაბიჯის გადადგმა რეალურად დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეებისთვის და თითოეული ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, იყოს სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები, რომ სიღარიბე არ იყოს ქვეყანაში, არ იცლებოდეს ქვეყანა მოქალაქეებისგან და სწორედ ამ კონტექსტში მთავარი ხაზგასმა უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიისგან იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც ბუნებრივია გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს, ისევე როგორც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანამ, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში. ეს 9 ნაბიჯი არის ზუსტად იმის საშუალება, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე