„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მეორედ Excellence Club-ის ჯილდოს მფლობელია

„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მეორედ Excellence Club-ის ჯილდოს მფლობელია - საერთაშორისო აღიარება „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ბარსელონაში გამართულ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე მოიპოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 2023 წლის გაყიდვების გეგმის შესრულება, ბაზრის წილის ზრდა, Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების 100%-ით შესრულება, სხვადასხვა სისტემის ათვისება, მომხმარებლის უკუკავშირი და სერვისის მრავალფეროვნება - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველა კრიტერიუმში, მსოფლიო მასშტაბით, უფრო გამოცდილ კონკურენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

„Excellence Club-ის ჯილდო 30-მდე კრიტერიუმს მოიცავს და ჩვენ შევძელით, უკვე მეორედ საუკეთესო შეფასებები მიგვეღო თითქმის ყველა კრიტერიუმში. ნამდვილად საამაყოა, რომ 50-მდე იმპორტიორს შორის საუკეთესო შედეგები ვაჩვენეთ. აღნიშნული ჯილდო გასულ წელსაც გადმოგვეცა. ზოგადად, საკმაოდ იშვიათია, რომ ერთმა იმპორტიორმა 2 წლის განმავლობაში Excellence Club-ის ჯილდოს ზედიზედ ორჯერ მოპოვება მოახერხოს, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ კი ეს შეძლო“,- აცხადებს „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე.

Excellence Club წარმატების პირდაპირი ინდიკატორია, ეს არის „ოსკარი“, რომელსაც Volvo თავისი პარტნიორებისთვის აწესებს.

როგორც „თეგეტაში“ აცხადებენ, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ამ ჯილდოს მიღებით დაამტკიცა, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებსა და მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია. აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე საოპერაციო ლიდერის ჯილდო დაიმსახურა „ვოლვო ქარ საქართველომ“, Operation Leader-ის წოდება მათ ახალი შოურუმის წარმატებული გახსნისთვის გადაეცათ.

„Volvo Retail Experience ახალი შოურუმის გახსნას ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა, სათავო ოფისი აღფრთოვანებული იყო ყველა პროცესით, რომლებიც შოურუმს უკავშირდება, სწორედ ამიტომ საოპერაციო ლიდერის ჯილდო დავიმსახურეთ“,- განაცხადა „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.

„თეგეტას“ ცნობით, შოურუმში, შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს, დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებითა და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტდრაივით. „ვოლვო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც Volvo Retail Experience კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს