„სელფი მობაილმა“, „თიბისი კაპიტალმა“ და „გალტ & თაგარტმა“, ობლიგაციების განთავსების თაობაზე შეხვედრა ჩაატარა

ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის შეხვედრა გაიმართა.

„სელფის“ ინფორმაციით, შეხვედრა სიტყვით გახსნა „სიბიეს ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია „სელფი მობაილის“, განთავსების აგენტების - „გალტ & თაგარტის“ და „თიბისი კაპიტალის“, ასევე საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ობლიგაციების განთავსების დეტალები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოში.

მათივე ცნობით, „სელფი მობაილის“ ობლიგაციებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან, რომელმაც 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ასევე აღსანიშნავია საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესება, რაც აისახა სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში. „სელფი მობაილის“ ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით.

„ჩვენ აღვნიშნავთ „სელფი მობაილის“ მიერ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების დახურვას. ამ ტრანზაქციის შედეგად, დღეს სელფის აქვს არა მხოლოდ გაუმჯობესებული დაფინანსების სტრუქტურა და საპროცენტო განაკვეთი, არამედ გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, რასაც მოახმარს მისი ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების განვითარებას. ტრანზაქციაზე საუბრისას, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო „სელფის“ გუნდის თავდადება იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებიან, რაც აისახა როგორც ობლიგაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნაში, ისე კომპანიის მიერ ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებაში. როგორც არაერთხელ ვთქვი, ობლიგაციების განთავსებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, კერძოდ კომპანიის უწყვეტ განვითარებას იმისთვის, რომ ჩვენს აბონენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და საიმედო ქსელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და ძალიან საინტერესო დისკუსიაში მონაწილეობისთვის ჩვენი განთავსების აგენტებს, „გალტ & თაგარტსა“ და თიბისი კაპიტალს, ჩვენს ინსტიტუციონალურ ინვესტორს- საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა „სიბიეს ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალი “სელფი მობაილის” სადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილის“ სადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში