საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

29-31 იანვარს, თბილისში, საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს წარმოადგენდა.

მთავრობის მომლაპარაკებელთა ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

„კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები.

მოლაპარაკებების მორიგი მე-8 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე