შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის სამთავრობო გუნდში შესაძლო გადასვლაზე - არ გადაინაცვლებს, ვფიქრობ, ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სამთავრობო გუნდში გადაინაცვლოს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე ალბათ იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს.

„არა, არ გადაინაცვლებს, პირიქით, როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის დანაკლისია, ვინაიდან, მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიცირებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერს.უმრავლესობის სხდომაზე ალბათ იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. ეს არ გახლავთ თანამდებობა, არის სტატუსი და მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ამავე დროს მთავარი ენერგიის მიმცემია ხოლმე ყველა გარემოებაში, მათ შორის როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთანაც კომუნიკაციაში. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს