კირილ ბუდანოვი - რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს.

მან არც დაადასტურა და არც უარყო უკრაინის მონაწილეობა რუსეთში განხორციელებულ დრონებით თავდასხმებში და აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციები „სავსებით შესაძლებელია“.

„ჰიპოთეტიკურად არის გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ხდება და მჯერა, რომ ეს გეგმა მოიცავს რუსეთის ფედერაციის ყველა ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ახლა რუსეთის მოსახლეობა მშვიდობიანი მოსახლეობა ხედავს ომის რეალურ სურათს. ისინი ხედავენ, ცეცხლმოკიდებულ ნავთობის საწყობებს, დანგრეულ შენობებს ქარხნებში და ქარხნებს და ა.შ.“, - აღნიშნა ბუდანოვმა CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ომი მხოლოდ ერთი გზით დასრულდება - უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით და სამართლიანობის აღდგენით.

„სამართლიანობის დამყარებით და დაკარგულის დაბრუნებით - ასე დასრულდება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე