აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ბრიტანელ კოლეგას, გრანტ შაპსს ვაშინგტონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, მხარეებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

ლოიდ ოსტინმა და გრანტ შაპსმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების ესკალაცია, „ჰუსიტების“ უკანონო თავდასხმები საერთაშორისო გემებზე წითელ ზღვაში და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მცდელობები.

„მინისტრმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა კოლეგა გრანტ შაპსს გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის კოალიციის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია „ჰუსიტების“ შემდგომი აგრესიის აცილებისა და საზღვაო და საერთაშორისო გემების დაცვისკენ“, - აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება