კახა კალაძე - რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია

რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „კოლექტიური „ნაცებისთვის“ სამწუხარო ინფორმაციაა ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია“.

„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა, რომ „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ”, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერის მოადგილეები სავარაუდო კორუფციის გამო სუს-ში უნდა დაიბარონ, უარყო.

“არ დაიღალეთ ამდენი სისულელით? პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთ ტყუილებს და სისულელეებს ავრცელებთ”,-განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია