ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურგა გრეიჩიენეს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, იურგა გრეიჩიენეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი, გოდა ალექსაიტე, TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი, იუსტინა პაულაუსკაიტე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და სააგენტოს მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ლიეტუვასთან ურთიერთობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროინტეგრაციის გზაზე, შარშან მივიღეთ სტატუსი და ლიეტუვის გზა ამ კუთხით ძალიან საინტერესოა. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერილ ტვინინგის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება გავიზიაროთ ლიეტუვის გამოცდილება კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი სააგენტოს განვითარებაში ლიეტუველი კოლეგების წვლილი დიდია. ჩვენს ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ამჟამად ვმუშაობთ მომხმარებელთა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, სადაც ჩვენი კოლეგა უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი. მადლობა მხარდაჭერისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენი უწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე.

მისივე განმარტებით, 15 თვის განმავლობაში, სააგენტომ არაერთი აქტუალური საქმე განიხილა, რომელთა რაოდენობა 600 აჭარბებს. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რამაც მომხმარებელთა და მოვაჭრეთა ქცევის პოლიტიკაზე მოახდინა გავლენა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს, სადაც საუბარი შეეხო სააგენტოსა და ლიეტუვას კონკურენციის უწყებებს შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს