ბაზისბანკის და AzRy-ის პარტნიორობით, ბანკში ფულადი გზავნილების ახალი მოდული დაინერგა

ბაზისბანკი და ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია AzRy წელიწადზე მეტია წარმატებით თანამშრომლობენ, ბანკის მიერ კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებების გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს ბაზისბანკის მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას.

ბაზისბანკსა და AzRy-ს პარტნიორობის შედეგად ბოლო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ბანკში დაინერგა, არის ფულადი გზავნილების მოდული, რაც გულისხმობს ბანკის ფილიალებში გზავნილის მარტივ, ერთ სივრცეში მართვას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების კუთხით. ბაზისბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს თანხა დროის მოკლე მონაკვეთში სალაროს მეშვეობით ან დაირიცხოს გზავნილი ბაზისბანკში არსებულ პირად ანგარიშზე.

აღნიშნული პროექტის დანერგვის პარალელურად, ფულადი გზავნილების მიმართულებით ბაზისბანკს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. ბანკმა თანამშრომლობა დაიწყო ფულადი გზავნილების ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ ამერიკულ სისტემასთან - Ria, რომელიც 1987 წლიდან ოპერირებს და გასული წლის არსებული სტატისტიკის შესაბამისად ქართულ ბაზარზე მესამე ადგილზეა რეიტინგული ფულადი გზავნილების სისტემებს შორის. Ria-ს მეშვეობით გზავნილის მიღება და გაგზავნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, 540 000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით არის შესაძლებელი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია