ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, დრო აღარ იცდის

ჩემი წინადადებაა გაიზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო მექანიზმში, ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან დრო აღარ იცდის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამიტი მიმდინარეობს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უდიდესი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენ შეგვიძლია და მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თუ ამას არ გავაკეთებთ, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, საჭიროა, ევროკავშირის ლიდერებს „გადაუდებლობის შეგრძნება“ ჰქონდეთ, როდესაც საქმე უკრაინის დაფინანსების საკითხს ეხება.

„მომდევნო თვეში უნდა გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა საბრძოლო მასალის რაოდენობის გაზრდით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. გასაკეთებელი მეტია. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს გადაუდებლობის შეგრძნება, როდესაც ამას ვუმკლავდებით. დღევანდელი დისკუსია ინტენსიური იქნება“, - აღნიშნა ბორელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე