„ფრეკენ ჟულის“ პრემიერა „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

15 თებერვლიდან თეატრი სახელოსნო 42 ახალი სპექტაკლით, „ფრეკენ ჟულით“ მაყურებლის წინაშე წარდგება, რომლის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO. ამის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს.

მათივე ცნობით, SOLO მომხმარებლებისთვის კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამიტომ, SOLO ბარათის მფლობელები თეატრი სახელოსნო 42-ის ახალი სპექტაკლის პრემიერაზე ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებენ.

„პრისეილი 31 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე biletebi.ge და tkt.ge.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ავგუსტ სტრინდბერგის პიესის „ფრეკენ ჟულის“ ლევან წულაძისეული ვერსია. პიესა დათო გაბუნიას მიერ ითარგმნა, სპექტაკლში კი, ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი და ანუკა გრიგოლია მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას სეზონის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე მდებარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს