ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად

2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.

„რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.

მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს