ირაკლი კობახიძე - მთავრობის ყველა წევრს გუნდში დარჩენა შევთავაზე, ერთადერთი ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება და თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი იქნება წარდგენილი - სხვა არც ერთი მინისტრი არ იცვლება

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.

უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. იყო უბრალოდ ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია დამყარებულია იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრის დამსახურება. არც ერთი მინისტრი არ იცვლება, ეს არის სპეკულაციების გაგრძელება. “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს