ანა ნაცვლიშვილი - რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის - ბურჭულაძე, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას

ბურჭულაძე იმით დაგვამახსოვრდა, რომ ოკუპაციის პირობებში, ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

ამასთან ნაცვლიშვილის განცხადებით, კობახიძის პრემიერად წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას“.

„ის, რომ რუსული კანონის ავტორი პრემიერად არის წარდგენილი, საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება. იქნებ საზოგადოება, საკუთარი ამომრჩეველი მაინც ჩათვალონ ღირსად და თქვან, რა პარამეტრებით უშვებენ ბურჭულაძეს, თუ სხვებს ტოვებენ?! ან სხვებს რატომ ტოვებენ, თუ ბურჭულაძეს უშვებენ?!

ბურჭულაძეს რაც შეეხება - ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მინისტრმა თქვა, ამ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლიბერალიზმიაო. ამით რომ დაგამახსოვრებს თავდაცვის მინისტრი თავს ძალიან მძიმედ არის საქმე. რა ვიცი, ალბათ ნატო-ში არ წავა, რადგან დასავლეთი საფრთხედ აქვს აღქმული და ალბათ, სადმე უფრო ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ