შალვა პაპუაშვილი - ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით

ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდგომ განუცხადა.

პაპუაშვილი ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას, ირაკლი კობახიძეს კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.

„ორივეს შედეგები, ერთი შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელის სახით და მეორეს შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის სახით, სახეზეა, როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიღწევები, ისე ეკონომიკური მიღწევები, გუნდის სიძლიერე, არჩევნების შედეგები. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო ეს ტანდემი, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სახით. ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან პარლამენტის წიაღიდან ხდება პრემიერ-მინისტრის შერჩევა, მას შემდეგ რაც ჩვენ სრულად გადავედით საპარლამენტო სისტემაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსოლუტურად ახალ დინამიკას შეიტანს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. ვფიქრობ, განსაკუთრებით ოპოზიცია უნდა იყოს პოზიტიურად განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ვინაიდან, ვიქრობ, რომ მათთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, როდესაც მათი კოლეგა, რომელთანაც წლების განმავლობაში ერთ დარბაზში იყვნენ, წლების განმავლობაში საერთო დისკუსიები, თუ საუბრები ჰქონდათ ახლა, იქნება პრემიერ-მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მისი თქმით, ღარიბაშვილს წარმატება ჰქონდა მთავრობის მეთაურის სახით, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რაც მივიღეთ, ამაში მისი პირადი წვლილი ძალიან დიდია. ახლა კი, ღარიბაშვილს პარტიის ხელმძღვანელობა ჩაბარდება.

„მინდა ორივეს წარმატება ვუსურვო. რაც მთავარია, ყველა ეს გადაწყვეტილება მიმართულია, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება „ქართული ოცნების“ გუნდისა და ქვეყნის წარმატების კიდევ ერთი ეტაპი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება